ფეხბურთი

22:20 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" პირველი ფრე სეზონში

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურში „თელავმა“ „ტორპედოს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მიზანს ვერცერთმა მიარწია და თითო ქულით დაკმაყოფილება მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ სტივ კინის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ფრე ითამაშა.

„ტორპედო“ 16 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამტრედიას“ ესტუმრება, ხოლო „თელავს“ 10 ქულა აქვს და მეხუთეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას ლიდერ „იბერიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114849