ფეხბურთი

21:00 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" "სამგურალი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში „იბერია“ „სამგურალს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში მოიგო.

შეხვედრა სტუმართა ულამაზესი გოლით დაიწყო, რომელიც მეექვსე წუთზე ბაქარ ქარდავამ გაიტანა, თუმცა პირველი ნახევარი იმერლებმა მოიგეს. 6-წუთიან ინტერვალში დემურ ჩიხლაძემ და გიორგი ფანცულაიამ შეძლეს გოლების გატანა.

მიხეილ აშვეთიას გუნდმა უპირატესობა შესვენების შემდეგ ვერ შეინარჩუნა. დასაწყისშივე ოთარ მამაგეიშვილმა გაათანაბრა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ბარტულ მარკოვინას ავტოგოლით „იბერიამ“ თამაში მოიგო.

გიორგი მიქაძის გუნდი პირველი წრის დასრულების შემდეგ 22 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, „თელავს“ შეხვდება. „სამგურალმა“ მხოლოდ 5 ქულა დააგროვა 9 ტურში და ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას „დინამო თბილისთან“ ჩაატარებს.

„სამგურალი“ – „იბერია“ 2:3 (2:1)

გოლები: 0:1 ქარდავა (6), 1:1 ჩიხლაძე (26), 2:1 ფანცულაია (32), 2:2 ო. მამაგეიშვილი (52), 2:3 მარკოვინა (75, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122254