ფეხბურთი

10:28 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მათე კვირკვიას ულამაზესი გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 30-ე ტურში მათე კვირკვიამ ულამაზესი გოლი გაიტანა. „კაპაზის“ ქართველმა ლეგიონერმა თავი „საბაილთან“ საგარეო შეხვედრაში გამოიჩინა.

მათემ 96-ე წუთზე ცხრიანში გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა - 3:3. კვირკვიას მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

ამ შეხვედრაში გიორგი პაპუნაშვილმაც ითამაშა, მაგრამ 21-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.

„კაპაზი“ 31 ქულით ბოლოსწინა მეცხრე პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110466