ფეხბურთი

11:11 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ "მეცში" 29 წლის წინ დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა

„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა „ბრესტის“ და „ლანსის“ წინააღმდეგ, რითაც საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა.

Opta-ს ცნობით, მიქაუტაძე „მეცის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგა 1-ში ზედიზედ ორ მატჩში მინიმუმ ორ-ორი გოლი გაიტანა, 1995 წლის იანვრისა და სირილ პუჟეს შემდეგ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 15 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი! ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მერვე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა...

„მეცი“ 26 ქულით ჯერაც გასავარდნ ზონაშია, მაგრამ 2 ქულით ჩამორჩება სამშვიდობოს, ხოლო 21 აპრილს, სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ „ლე ჰავრს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115517