ფეხბურთი

19:14 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანდონი ირაოლა პრემიერლიგის მარტის საუკეთესო მწვრთნელია

ბასკი სპეციალისტი, ანდონი ირაოლა, რომელიც „ბორნმუთს“ უძღვება, მარტში ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს - წერს ტვიტერში პრემიერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ნომინანტებს შორის იყვნენ „არსენალის“ დამრიგებელი მიკელ არტეტა, „ლივერპულის“ თავკაცი იურგენ კლოპი და „ტოტენჰემის“ მწვრთნელი ანგელოს პოსტეკოღლუ.

მარტში „ბორნმუთმა“ ირაოლას ხელმძღვანელობით ოთხი მატჩი ჩაატარა. ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში „ბორნმუთმა“ დაამარცხა „ბარნლი“ (2:0), შემდეგ ფრედ ითამაშა „შეფილდთან“ (2:2), ასევე მოიგო მატჩები „ევერტონთან“ (2:1) და „კრისტალ პალასთან“ (1: 0).

ამჟამად „ბორნმუთი“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. გუნდმა 31 მატჩში 41 ქულა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს ეს ჯილდო მიკელ არტეტამ მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109208