ფეხბურთი

17:52 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ბელინგემის ბოლოდროინდელ ჩავარდნაზე

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ინგლისელი ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის ბოლოდროინდელ თამაშზე ისაუბრა.

„ბელინგემი კვლავ დაიწყებს გოლების გატანას. არ არის მართალი, რომ მან თავისი თამაშის დონე დაწია. უბრალოდ დაიწყო იმაზე ნაკლების გატანა, ვიდრე ადრე, მაგრამ ეს (გოლების დიდი რაოდენობა) მოულოდნელი იყო. ის მაინც შესანიშნავ საქმეს აკეთებს“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ბელინგემი მადრიდის „რეალში" გასულ ზაფხულს დორტმუნდის „ბორუსიიდან" 103 მილიონ ევროდ გადავიდა, ამ სეზონში ნახევარმცველმა „ლოს ბლანკოსის" შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 20 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2029 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110615