ფეხბურთი

12:55 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "მსაჯმა შეცდომები დაუშვა, თითქოს თამაშგარეც იყო და პენალტიც"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „რომასთან“ (0:1) ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მსაჯმა გადამწყვეტი შეცდომები დაუშვა, თუმცა მისმა გუნდმაც ცუდად ითამაშა.

„მსაჯი? მე უფრო თამაშზე ლაპარაკი მომწონს, მაგრამ მომეჩვენა, რომ თამაშგარე იყო, საიდანაც „რომამ“ ის კუთხური მოიპოვა, რომელსაც გოლი მოჰყვა. შემდეგ აბრაჰამს საჯარიმოში თავით თამაში სურდა, მაგრამ ბურთს ხელი მოარტყა. უკეთ უნდა ვითამაშოთ, მეტი ინტენსივობით, გარკვეული სირთულეები გვქონდა. თუმცა წინ კიდევ ერთი მატჩია და მჯერა, რომ გუნდს მეტის გაკეთება და ყველაფრის გამოსწორება შეუძლია.

ადვილი არ იქნება ქამბექი, ამას მხოლოდ ნამდვილად ძლიერები გუნდები აკეთებენ. ვუთხარი ბიჭებს, რომ შეუძლიათ ეს, რადგან ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ. გვაქვს თვისებები, რომ სტუმრად მოვიგოთ“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „რომა“ – „მილანის“ საპასუხო მატჩი 18 აპრილს, „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12219