ფეხბურთი

21:35 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ბარსელონას" სიყვარულის მიუხედავად, მთავარი პროფესიაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „ბარსა“ უყვარს, მაგრამ მთავარი პროფესიაა.

„ჩემთვის ეს განსხვავებული თამაში, „ბარსელონასთან“ სასიყვარულო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ პროფესია მთავარია. ძალიან მინდა გამოწვევას მაღალ დონეზე მივუდგე. საპასუხო მატჩი სტუმრად ჩვენთვის ცუდია? სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის არარსებობის გამო მირჩევნია პირველი მატჩი სახლში ვითამაშოთ. საოცარი ატმოსფერო იქნება და გულშემატკივარი დაგვეხმარება.

არ მაინტერესებს ფავორიტები ვართ თუ არა, მაგრამ მირჩევნია, რომ არ ვიყოთ. არ მგონია „ბარსელონა“ სუსტი იყო, მათ კარგი დინამიკა აქვთ და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ სტიმული გვაქვს. დიდი დაპირისპირებაა და იმედი მაქვს ორ შესანიშნავ მატჩს ვიხილავთ კარგი ატმოსფეროში.

ჰაკიმის არ ყოფნა არ არის პრობლემა, არამედ სხვებისთვის შანსია. ჩემპიონთა ლიგის მოგება? კლუბის პოლიტიკა ამ სეზონში შეიცვალა, ეს ვარსკვლავების გაშვებით ნახეთ. ჩემი და კლუბის იდეები ერთმანეთს ემთხვევა. ჩემი აზრით, არ არის სწორი ზეწოლა გუნდზე, რომელსაც ეს ტურნირი არასდროს მოუგიათ. გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ამბიციები გვაქვს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061354