ფეხბურთი

17:53 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის გოლი თურქეთში (VIDEO)

თურქეთის პირველი ლიგის 29-ე ტურში გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელების „ქოჯაელისპორი“ სტუმრად „ქორუმს“ დაუზავდა (1:1).

ბერიძე თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და 10 წუთში სწორედ მან გაიტანა გამათანაბრებელი გოლი. 26 წლის შემტევს 22 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. გიორგი ხარაიშვილს და დავით სხირტლაძეს არ უთამაშიათ, ისინი განაცხადში არ იყვნენ.

„ქოჯაელისპორი“ 49 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 აპრილს, „გირესუნსპორს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117414