ფეხბურთი

22:16 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„იბერია 1999“ ერთპიროვნულად გალიდერდა

დღეს, 6 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ერთი მატჩი გაიმართა. „იბერია 1999“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

თბილისელთაგან გოლები ლეგიონერებმა გაიტანეს. ანგარიში 42-ე წუთზე გაბონელმა ფლორის ჯავიმ გახსნა, გამარჯვების ბურთი კი 76-ზე მალელმა შეიკნე სილამ გაიტანა.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს მსაჯმა ალეკო აფციაურმა „მასპინძელ“ საბა ფირანაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა.

ანუ ფოთელებმა მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ითამაშეს და ანგარიში მაინც გაათანაბრეს. 50-ე წუთზე თავი დავით ზურაბიანმა გამოიჩინა.

თუმცა ყოფილმა საბურთალოელებმა მაინც იძალეს - 2:1.

ამრიგად, „იბერიამ“ 16 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა. მის უშუალო მდევარ „ბათუმს“ 15 ქულა აქვს.

ტურის დანარჩენი მატჩები ხვალ და ზეგ გაიმართება. 7 აპრილს „სამგურალი“ „თელავს“ უმასპინძლებს, „გაგრა“ – „ტორპედოს,“ „დილა“ - „სამტრედიას.“

8 აპრილს კი ტურის მთავარი მატჩია: „ბათუმი“ „დინამო“ თბილისს დაუხვდება „აჭარაბეთ არენაზე.“ თამაში 21 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099343