ფეხბურთი

21:53 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მართლა კარგია" - გვარდიოლა დე ბრუინის თამაშზე „კრისტალ პალასთან“ მატჩში

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაქო თავისი გუნდის ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის თამაში პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩში „კრისტალ პალასთან" (4:2). ბელგიელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და ერთიც საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ის „სიტის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ასეთი ფორმის შენარჩუნება „სიტიში“ ცხრა წლის განმავლობაში და ასეთი სტაბილურობა, საოცარია. პირველი გოლი წარმოუდგენელი იყო. ასისტიც ჩინებული. მართლა კარგია კევინი.

მის გარეშე ამ მატჩს ვერ მოვიგებდით. მწვრთნელებზე საუბრობთ, მაგრამ კევინივით მოთამაშეები თამაშს აადვილებენ“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს 32 წლის დე ბრუინმა ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა მოედანზე და „გოლი+პასის“ სისტემით 17 ქულა დააგროვა. მან ოთხი ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბელგიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10916