ფეხბურთი

11:53 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩე" თურქეთის სუპერთასზე 19-წლამდე გუნდით თამაშს აპირებს

სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ თურქეთის სუპერთასის მატჩს ბოიკოტს უცხადებს. თურქულმა კლუბმა ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციას მატჩის გადადება ან შეხვედრაზე უცხოელი მსაჯის დანიშვნა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

შედეგად, კლუბის ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ 7 აპრილს გასამართ შეხვედრაში „გალათასარაის“ წინააღმდეგ მოედანზე არა „ფენერის“ მთავარი გუნდი, არამედ 19-წლამდე გუნდი გავა.

„თურქეთის სუპერთასზე ჩვენი 19-წლამდე გუნდი ითამაშებს. ისინი ამ მატჩს ძალიან დიდ შესაძლებლობად უყურებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ფენერბაჰჩესა“ და „გალათასარაის“ სუპერთასის მატჩი 29 დეკემბერს, საუდის არაბეთში უნდა გამართულიყო, თუმცა მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო ორივე გუნდის გადაწყვეტილებით თამაში არ შედგა.

„ფენერბაჰჩეს“ ბოლო პერიოდში თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან პრობლემები აქვს და იყო საუბარი იმაზეც, რომ კლუბი თურქეთის ჩემპიონატს პროტესტის ნიშნად დატოვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113757