ფეხბურთი

20:10 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზირკზეს "მილანში" გადასვლა სურს

„მილანი“ „ბოლონიას“ ნიჭიერი თავდამსხმელის ჯოშუა ზირკზეს დამატებას ეცდება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

22 წლის ფეხბურთელს სწორედ „როსონერიში“ სურს კარიერის გაგრძელება, ხოლო „მილანში“ სწორედ ნიდერლანდელი მიაჩნიათ ოლივიე ჟირუს იდეალურ შემცვლელად, რომელიც ზაფხულში კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „მილანი“ მზადაა „ბოლონიას“ ზირკზეს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო და პლუს ალექსის სალმაკერსის სატრანსფერო უფლებები შესთავაზოს. ამრიგად, ფეხბურთელმა „როსონერი“ უკვე აირჩია, ახლა მილანელებზეა დამოკიდებული მოახერხებენ თუ არადა, ბოლონიელთა დაყოლიებას.

ჯოშუა ზირკზემ მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ის „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ „პარმასა“ და „ანდერლეხტში“ ითამაშა, ხოლო „ბოლონიაში“ 2022 წლიდან ირჯება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112589