ფეხბურთი

1:29 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" იტალიის თასის ფინალს მიუახლოვდა (+VIDEO)

იტალიის თასის პირველ ნახევარფინალში „იუვენტუსმა“ „ლაციო“ 2:0 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სამი დღის წინ ეს გუნდები რომში სერია A-ს ეგიდით შეხვდნენ და 93-ე წუთზე გატანილი გოლით „ლაციომ“ 1:0 მოიგო, თუმცა დღეს ტურინელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

„იუვემ“ რომაული გუნდი მეორე ტაიმში გატეხა. ჯერ ანდრეა კამბიაზოს შესანიშნავი პასით ფედერიკო კიეზა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. მალევე, დუშან ვლაჰოვიჩმა ითამაშა კარგად და სხვაობა ორამდე გაზარდა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 23 აპრილს, რომში გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში „ფიორენტინა“ და „ატალანტა“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118691