ფეხბურთი

19:50 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატი ამორიმი თავის მომავალზე საუბრობს

ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა, რომელსაც „ლივერპულთან,“ „ჩელსისთან“ და „ბარსელონასთან“ აკავშირებენ, მის მომავალზე ისაუბრა.

„ამჟამად მთლიანად „სპორტინგზე“ ვარ გადართული. ძალიან ვამაყობ, რომ „სპორტინგის“ მწვრთნელი ვარ. ჩვენ ორიენტირებული ვართ ტიტულების მოგებაზე. ვნახოთ რა იქნება, მაგრამ მე მაქვს კონტრაქტი და ბედნიერი ვარ აქ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კონტრაქტზე უფრო მნიშვნელოვანი, რომ აქ ბედნიერი ვარ“, - ციტირებს ამორიმის სიტყვებს ტვიტერზე ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი.

შეგახსენებთ, რომ რუბენმა „სპორტინგი“ 2020 წლის მარტში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი (2020/2021), ქვეყნის ორი თასი (2020/2021, 2021/2022) და პორტუგალიის სუპერთასი (2021/2022).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109799