ფეხბურთი

18:52 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი დაშავებულების შესახებ: „კერტის ჯონსი მალე დაბრუნდება, დანარჩენები ჯერ არა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, ნახევარმცველი კერტის ჯონსი მალე უნდა დაბრუნდეს.

„ჯონსმა ჩვენთან ერთად ივარჯიშა შაბათს და მალე მზად იქნება. ითამაშებს კერტისი „შეფილდის“ წინააღმდეგ? ჯერ ვერ ვიტყვი, უნდა დაველოდოთ.

სხვა ჯერჯერობით არავინ ბრუნდება. ისინი ნელა, მაგრამ აუცილებლად გამოჯანმრთელდებიან, ეს ყველაფერია, რაც შემიძლია გითხრათ. „სხვები“ მეკარე ალისონი, მატიპი, რობერტსონი, ბაიჩეტიჩი და ჟოტა არიან “, - ციტირებს კლოპის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, 31 მარტს, „ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში „ბრაიტონთან“ მოიგო (2:1) და პრემიერლიგის ცხრილში კვლავ გალიდერდა. ეს კლოპის საიუბილეო მე-300 გამარჯვება გახლდათ „წითლების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ხუთშაბათს, 4 აპრილს, კლოპის გუნდი 31-ე ტურის მატჩში „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118076