ფეხბურთი

17:19 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ სპორტული დირექტორი: „მათ გადადგეს ბოლო მნიშვნელოვანი ნაბიჯი“

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა 2023/2024 წლების სეზონში ლევერკუზენის „ბაიერის“ გერმანიის ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა მივულოცოთ მათ. შესაძლოა ეს იყო ბოლო მნიშვნელოვანი ნაბიჯი („ჰოფენჰაიმთან“ გამარჯვება და „ბაიერნთან“ უპირატესობის 13 ქულამდე გაზრდა) ტიტულისაკენ სწრაფვაში“, - ციტირებს ტვიტერზე Bayern & Germany ებერლის სიტყვებს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 ტურის შემდეგ „ბაიერი“ ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით 73 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობს.

„ბაიერნი“ მეორე ადგილზეა. მიუნხენურ კლუბს 60 ქულა აქვს. 27-ე ტურის მატჩში თომას ტუხელის გუნდი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დამარცხდა (0:2), „ბაიერმა“ კი „ჰოფენჰაიმი“ (2:1) დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113612