ფეხბურთი

16:48 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ბრენტფორდთან“ მატჩი ფეხბურთის თამაშის სავალალო მცდელობა იყო“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა ფეხბურთის ექსპერტმა გარი ნევილმა „წითელი ეშმაკების" ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში „ბრენტფორდთან" (1:1) თამაშის გამო გააკრიტიკა.

„სამარცხვინო სანახაობა იყო. როდესაც მაუნტმა გაიტანა (90+6 წუთზე), ვფიქრობ, ჩვენ გვინდოდა ხელი მოგვეწერა პეტიციაზე, რათა „ბრენტფორდს“ კიდევ ორი ქულა მინიჭებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა აბსოლუტური ძარცვა.

მაგრამ შემდეგ „ფუტკრებმა" ანგარიში გაათანაბრეს („ბრენტფორდმა“ 90+9 წუთზე გაათანაბრა ანგარიში).

ვერ ავხსნი ამ თამაშს. უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოხდა ეს. ძალიან შემაშფოთებელია, რომ გუნდი ასეთ დაბალ დონეზე შეიძლება ჩაიძიროს. ხანდახან შეიძლება ცუდად ითამაშო, დიახ, მაგრამ აქ ჩვენ ვნახეთ ფეხბურთის თამაშის სავალალო მცდელობები“, - ციტირებს ნევილის სიტყვებს ონლაინ გამოცემა Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 30 ტურის შემდეგ 48-ქულიანი „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117284