ფეხბურთი

19:46 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლმა" „ვესტ ჰემი“ 1:3-ის შემდეგ დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ნიუკასლი“ და „ვესტ ჰემი“ დაუპირისპირდნენ, „კაჭკაჭების“ გამარჯვებით - 4:3 დასრულდა.

მეექვსე წუთზე მასპინძელთა შვედმა თავდამსხმელმა ალექსანდრ ისაკმა პენალტით ანგარიში გახსნა. 21-ე წუთზე მიხაილ ანტონიომ „ვესტ ჰემის“ საპასუხო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, მოჰამედ კუდუსმა სტუმრები დააწინაურა.

48-ე წუთზე ჯაროდ ბოუენმა ლონდონელების მესამე გოლი გაიტანა. 77-ზე ალექსანდრ ისაკმა დუბლი შეასრულა და ისევ პენალტი შეასრულა.

83-ზე „ნიუკასლის“ ნახევარმცველმა ჰარვი ბარნსმა ალექსანდრ ისაკის პასით ანგარიში გაათანაბრა - 3:3. გამარჯვება სტუმრებს იმავე ჰარვი ბარნსმა მოუტანა, რომელმაც 90-ე წუთზე გაიტანა.

„ვესტ ჰემი“ ინგლისის პრემიერლიგის 2023/2024 წლების სეზონში მეშვიდე ადგილზეა. გუნდმა 30 მატჩში 44 ქულა მოაგროვა. „ნიუკასლი“ 43 ქულით მე-8 ადგილზეა. ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „არსენალი“ (64) ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110665