სხვა

15:10 | 28.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნების პირველი ნაკადი ტაილანდში გაემგზავრა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ტაილანდში მსოფლიო თასზე (31 მარტი - 11 აპრილი) იასპარეზებს.

შეჯიბრზე, რომელზეც პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება დღეს, 28 მარტს, გუნდის პირველი ნაკადი გაემგზავრა.

შოთა მიშველიძე და საბა ასანიძე შეჯიბრზე ნაკრების მწვრთნელის, გია ცირეკიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ. გუნდს ახლავს გენერალური მდივანი რუსკა მურადაშვილიც.

ეროვნული გუნდის მეორე ნაკადი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 4 აპრილს გაემგზავრება.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118337