ფეხბურთი

12:19 | 28.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ნაკრების კარი ღიაა" - გარეთ საუთგეიტი ბენ უაითზე საუბრობს

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა „არსენალის“ მცველის, ბენ უაითის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

მანამდე 26 წლის ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. მანამდე ჯამში უაითმა საუთგეიტის გუნდში ოთხი მატჩი ჩაატარა. ბოლო 2022 წლის მარტში, კოტ-დ'ივუართან (3:0).

„ახლა ბენის ჯერია. როგორც ვთქვი კარი ღიაა. ძნელია სპეკულირება ევროს წინ, რადგან არიან ფეხბურთელები, რომლებმაც მთელი გზა გაიარეს შესარჩევისას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება ხელმისაწვდომი ამ პოზიციაზე.

პატივს ვცემ სიტუაციას მას შემდეგ, რაც „არსენალი“ დაგვიკავშირდა. შარშან მარტში მქონდა მასთან საუბარი. ვფიქრობ, ახლა ცოტა უკან უნდა დავიხიო, მაგრამ კარს ყოველთვის ღიას ვტოვებ. მინდოდა მისი ნაკრებში გამოძახება“, - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს Daily Mail.

მიმდინარე სეზონში უაითმა 39 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125215