ძიუდო

17:33 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაურმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო

თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ლაშა ბექაურმა მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა და ჩემპიონი გახდა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექაურმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი, ამერიკელი ჯონ იაინი, რუმინელი ალექს ჩრეტი და ბერძენი თეოდოროს ცელიდისი. ფინალში ქართველის მეტოქე აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი იყო, რომელსაც 51 წამში აჯობა და იპონით გაიმარჯვა.

ლაშა ბექაურმა თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვება ზედიზედ მეორედ მოახერხა, რადგან მან შარშანაც შეძლო ოქროს მედლის მოპოვება.

საქართველოს ნაკრების მონაგარში ჯერჯერობით სამი ოქროს მედალია (ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი და ლაშა ბექაური).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114405