ფეხბურთი

21:49 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიმ“ მერეტს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„ნაპოლიმ“ მთავარ მეკარე ალექს მერეტს ერთი წლით, 2025 წლის ზაფხულამდე კონტრაქტი გაუხანგრძლივა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეთანხმება მას შემდეგ გახანგრძლივდა, რაც ფეხბურთელი ამ სეზონში მატჩების 70%-ში მოედანზე გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ მეკარეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

შემდგომი გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს თვეებში გაგრძელდება. მერეტი თავისუფალი აგენტის სტატუსით კლუბს არ დატოვებს. ზაფხულში „ნაპოლი“ ან უფრო ხანგრძლივ ხელშეკრულებას გაუფორმებს, ან გაყიდის.

შეგახსენებთ, რომ მერეტი „ნაპოლიში“ 2018 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 168 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 54-ში კარი „მშრალად“ შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127532