ჩოგბურთი

16:37 | 21.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ჩელენჯერის მეოთხედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით გამოდის ესპანეთის ქალაქ მურსიის ჩელენჯერზე, სადაც ჯერ კვალიფიკაცია გადალახა, ახლა კი, ძირითად ბადეში მეორე წრე დაძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში ფრანგი უგო ბლანშე პრობლემების გარეშე, ორ სეტში 6:2, 7:5 დაამარცხა. ნიკამ 3 ეისი მიითვალა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. თამაში თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-ს რეიტინგში 1 086-ე ადგილზეა, მაგრამ მურსიის ჩელენჯერს თუ მოიგებს, რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდება. შეგახსენებთ, რომ 5 წლის წინ ქართველი რეიტინგში მე-16 ჩოგანი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116433