ფეხბურთი

12:20 | 21.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდება

ლონდონის „ჩელსის“ ვეტერანი მცველი ტიაგო სილვა სავარაუდოდ, სამშობლოში სეზონის ბოლოს დაბრუნდება.

„ფლუმინენსეს“ მთავარმა მწვრთნელმა ფრედმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ისინი ესაუბრებიან 39 წლის ფეხბურთელს და მის დაბრუნებაზე მუშაობენ.

ტიაგო სილვას „ჩელსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით, მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება. ბრაზილიელმა 2020 წლიდან ინგლისურ გუნდში დღემდე 146 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ის „ფლუმინენსეს“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან ამ გუნდში 2006-2008 წლებში თამაშობდა და 143 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109364