ფეხბურთი

23:33 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების ოთხმა ფეხბურთელმა ბრაზილიასთან მატჩის წინ ვარჯიში გამოტოვა

თავდამსხმელებმა ჰარი კეინმა, ბუკაიო საკამ და ნახევარმცველებმა კოულ პალმერმა და ჯორდან ჰენდერსონმა არ მიიღეს მონაწილეობა ინგლისის ნაკრების ვარჯიშში ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩის წინ - წერს Evening Standard.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელებმა ოთხშაბათს ეროვნული ნაკრების საერთო ვარჯიში გამოტოვეს, ისინი დარბაზში ირჯებოდნენ.

მიზეზი, რის გამოც საკა, პალმერი და ჰენდერსონი ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, გაურკვეველია. კეინი სრულ ვარჯიშში მონაწილეობას ვერ მიიღებს მას შემდეგ, რაც ტერფის ტრავმა მიიღო ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩში„ბაიერნსა“ და „დარმშტადტს“ შორის (5:2).

შაბათს, 23 მარტს, ინგლისი „უემბლიზე“ ბრაზილიას უმასპინძლებს. მომავალ სამშაბათს, 26 მარტს კი იმავე სტადიონზე ბელგიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120628