ჩოგბურთი

17:36 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დაბრუნებული ჰალეპი მიზნების შესახებ: „არ ვარ დარწმუნებული, რომ უფრო დიდ სიმაღლეებს მივაღწევ“

რუმინელმა ჩოგბურთელმა სიმონა ჰალეპმა მაიამიში (აშშ) WTA-1000 ტურნირზე გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი მიზნების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ჰალეპს ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება შეუჩერეს, რის გამოც ცხრა თვე გამოტოვა.

- დოპინგის საქმის შემდეგ კარიერის დარჩენილ პერიოდში ახალ მიზნებს ისახავთ?

— მართალი გითხრათ, ძალიან ადრეა რაიმეს დაგეგმვა ჩემთვის, უბრალოდ მიხარია აქ ყოფნა, სპორტით სიამოვნება, თამაში. სამომავლო მიზნებს რაც შეეხება, ვნახოთ, ამ ხნის განმავლობაში ჩემი მეტოქეების დონე ძალიან გაიზარდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ უფრო დიდ სიმაღლეებს მივაღწევ. მაგრამ ვნახოთ რა მოხდება შემდეგ.

გუშინ, 19 მარტს, ჰალეპი მაიამიში (აშშ) WTA-1000 ტურნირის პირველ რაუნდში მსოფლიოს ყოფილ მეორე ჩოგანთან, ესპანელ პაულა ბადოსასთან, ანგარიშით 6:1, 4:6, 3:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119817