ფეხბურთი

22:30 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

აჩერბი: "ალბათ, ჟუან ჟეზუშმა არასწორად გაიგო, რასისტული არაფერი მითქვამს"

„ინტერის“ მცველ ფრანჩესკო აჩერბის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება, თუ დადასტურდა, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელ ჟუან ჟეზუშს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

აჩერბის იტალიის ნაკრების შეკრების დატოვებაც მოუწია. მან იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს, ჟუან ჟეზუშმა კი, ალბათ მისი სიტყვები არასწორად გაიგო.

„არანაირი რასისტული ფრაზა არ მითქვამს, ძალიან მშვიდად ვარ. 20 წელია პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ, ასეთი სიტყვები ჩემი პირიდან არ გამოსულა. მან რაღაც არასწორად გაიგო. ვწუხვარ, რომ ნაკრების დატოვება მომიწია.

ჩემი აზრით, ჟუან ჟეზუშმა არასწორად გაიგო. მოედანზე ბევრი რამ ხდება, ეს ნორმალურია, როცა ფეხბურთს ვთამაშობთ, რაღაცებს ვამბობთ, მაგრამ თამაშის ბოლოს ერთმანეთს ხელს ვართმევთ და ყველაფერი ძველებურად ბრუნდება“, - თქვა აჩერბიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113568