ფეხბურთი

21:54 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იგორ ტუდორი "ლაციოს" მწვრთნელად დაინიშნა

რომის „ლაციოს“ მთავარ მწვრთნელად იგორ ტუდორი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ხორვატმა „ლაციოსთან“ 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით, ხოლო მისი ხელფასი სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება.

იგორ ტუდორი ბოლოს „მარსელში“ მუშაობდა, მანამდე კი სპლიტის „ჰაიდუკის“, „პაოკის“, „კარაბუკსპორის“, „გალათასარაის“, „უდინეზეს“ და „ვერონას“ მწვრთნელი იყო, ხოლო ერთი სეზონი „იუვენტუსში“ გაატარა ანდრეა პირლოს ასისტენტის როლში.

შეგახსენებთ, რომ „ლაციო“ ცოტა ხნის წინ მაურიციო სარიმ დატოვა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ტუდორის საწყისი სამი მატჩი ლაციოში: "იუვენტუსი" (სერია A-ში), ისევ "იუვენტუსი" (თასზე) და "რომა".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11247