ფეხბურთი

18:30 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "პსჟ-ს ჩვენზე მეტი ფული აქვს, მაგრამ ისტორია ჩვენი უფრო უფრო მდიდარია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრაზე ისაუბრა.

„ფეხბურთი ასეთია, „მონტჟუიკზე“ ჯადოსნური საღამო გვქონდა. სამშაბათს ძალიან კარგად ვითამაშეთ და მეოთხედფინალში გავედით. მაგრამ ლინდსტრომს ანგარიში 2:2 რომ გაეხადა, ახლა სულ სხვანაირ თამაშზე ვილაპარაკებდით, ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა. თუმცა, ბედნიერები ვართ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით.

სულისკვეთების თვალსაზრისით ჩვენც და „ატლეტიკოც“ კარგ მდგომარეობაშია, გვაქვს თავდაჯერება, რაც მეოთხედფინალში გასვლამ განაპირობა. მათ იბრძოლეს დამატებით დროსა და პენალტებში. ხვალ ვნახოთ, რა იქნება.

ალბათ, ფავორიტი „პარი სენ-ჟერმენია. ჩვენ ფინანსურად არ გვაქვს კარგი სიტუაცია, მაგრამ ჩვენი ისტორია უფრო დიდია. წილისყრას ფეხბურთელებთან ერთად ვუყურე და ბედნიერები ვართ, რომ მეოთხედფინალში ვითამაშებთ, დანარჩენი მოედანზე უნდა ვაჩვენოთ.

ჟოაო ფელიქსის „მეტროპოლიტანოზე“ დაბრუნება? პირადად მე, მომწონს მტრული გარემო. მას ძლიერი ხასიათი აქვს, თამამია, ყველანაირი თვისება აქვს, რომ ხვალ კარგად ითამაშოს. დე იონგის დაბრუნება? ზუსტად არ ვიცით, ისევე, როგორც პედრის შემთხვევაში.

მე საუკეთესო მინდა „ბარსელონასთვის“, ჩემი გადაწყვეტილება არ იცვლება, პირველივე დღიდან ყოველთვის კლუბის კაცი ვიყავი. ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც კლუბს გაუმჯობესებაში დაეხმარება, მას პრაქტიკაში გამოვიყენებ“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ მატჩი 17 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109289