ფეხბურთი

12:42 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მილანის" მფლობელი მე ვარ, მაგრამ ეს საიდუმლოა"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხუმრობით გამოეხმაურა იმ ამბავს, რომლის მიხედვითაც „მილანის“ რეალური მფლობელი არა კომპანია RedBird-ი, არამედ ელიოტის კომპანიაა.

შვედმა აღნიშნა, რომ „მილანის“ მფლობელი თვითონ არის:

„მე ვარ „მილანის“ მფლობელი, მაგრამ ეს საიდუმლოა“, - იხუმრა იბრამ იტალიურ მედიასთან, შემდეგ კი, სერიოზულ პასუხზეც გადავიდა: „იყო შემოწმება, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. „მილანის“ მფლობელი RedBird-ია“.

შეგახსენებთ, რომ ფინანსურმა პოლიციამ „მილანის“ ოფისი გაჩხრიკა, საიდანაც დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა შესამოწმებლად წაიღეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110413