ფეხბურთი

23:32 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია და ოსიმენი "ბარსელონასთან" მატჩში არ არსებობდნენ"

Sky Sport-ის ჟურნალისტმა პაოლო კონდომ განაცხადა, რომ „ბარსელონასთან“ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი მოედანზე უბრალოდ არ არსებობდნენ.

„ოსიმენი და კვარაცხელია „ბარსელონასთან“ მატჩში არ არსებობდნენ, მაგრამ ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებიც იტალიაში განსხვავებას ყოველთვის ქმნიან. ოსიმენის და კვარაცხელიას გარდა, იგივეს თქმა შემიძლია ლაუტაროსა და ტურამზე „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში“, - თქვა კონდომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111045