ფეხბურთი

18:16 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერთან" შესაძლოა ოსიმენმა ვერ ითამაშოს

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „ინტერის“ წინააღმდეგ სერია A-ს 29-ე ტურში შეიძლება ვერ ითამაშოს.

ნიგერიელ ფორვარდს კუნთების პრობლემები აქვს და დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ „ნერაძურისთან“ მოედანზე მისი გასვლა საეჭვოა.

მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. „ინტერი“ – „ნაპოლის“ მატჩი 17 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110272