ფეხბურთი

16:16 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "მანჩესტერ სიტის" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ ყურადღების ცენტრში მოექცა.

Hitc-ის ცნობით, ქართველ შემტევს ინგლისური კლუბის წარმომადგენლები „ბარსელონასთან“ მატჩში დეტალურად აკვირდებოდნენ და გამოცემის ცნობით, ისინი აღფრთოვანებულიც დარჩნენ.

ჯერჯერობით, უცნობია დეტალები, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაპოლი“ მას ადვილად არ შეელევა, მით უფრო, რომ ვიქტორ ოსიმენის წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, იმავე ზაფხულს კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვა კი, აურელიო დე ლაურენტისის გეგმებში არ შედის. თანაც, ცნობილია, რომ ნეაპოლელებს ხვიჩასთან კონტრაქტი განახლება და პირობების გაუმჯობესებაც სურთ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110135