ფეხბურთი

23:24 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში „აპოელი“ სტუმრად „არისთან 1:2 დამარცხდა, მაგრამ გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა თავი 62-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში შეამცირა (1:2), თუმცა, ნიქოზიელებმა მეტი ვეღარ გააკეთეს და მარცხი განიცადეს. ქვილითაია მე-80 წუთზე შეცვალეს, ლაშა დვალი კი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო.

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა 24-ე შეხვედრაში. „აპოელი“ 63 ქულით პირველ ადგილზეა და 16 მარტს „ომონიას“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105174