ფეხბურთი

20:55 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" "მაინცი" 8:1 გაანადგურა (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნს“ გერმანიის ჩემპიონატის მოგების არცთუ დიდი შანსი აქვს, მაგრამ თომას ტუხელის გუნდი, როგორც ჩანს, ხასიათზე მოდის.

„ლაციოსთან“ დამაჯერებელი მოგების შემდეგ „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგის 25-ე ტურში „მაინცს“ დაუხვდა, რომელიც 8:1 გაანადგურა.

ჰეთ-თრიქი შეასრულა ჰარი კეინმა, დუბლი მიითვალა ლეონ გორეცკამ, ხოლო თითო ბურთი თომას მიულერის, ჯამალ მუსიალას და სერჟ გნაბრის აქტივშია.

„ბაიერნი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა, „ლევერკუზენს“ 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. „მაინცი“ 16 ქულით გასავარდნ ზონაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112708