ფეხბურთი

16:56 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო მწვრთნელია

„არსენალის“ დამრიგებელი მიკელ არტეტა ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ ჯილდოს ნომინანტთა შორის 41 წლის ესპანელი სპეციალისტის გარდა პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“) და ერიკ ტენ ჰაგიც („მანჩესტერ იუნაიტედი“) იყვნენ. თებერვალში „არსენალმა“ ოთხ მატჩში ოთხი გამარჯვება მოიპოვა (გოლების სხვაობა +16). დღევანდელი მდგომარეობით, „მეთოფეები“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან და ლიდერ „ლივერპულს“ ორი ქულით ჩამორჩებიან.

შიდა ჩემპიონატის მომდევნო მატჩში „არსენალი“ „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდება. თამაში შაბათს, 9 მარტს გაიმართება ლონდონის „ემირეითსზე“ და თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111869