ფეხბურთი

0:05 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯუნტოლის "ნაპოლის" ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

„იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის, „ნაპოლის“ ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჯაკომო რასპადორის გოლის შემდეგ ნეაპოლელმა ფანებმა, რომლებიც ჯუნტოლის სექტორში ისხდნენ, მას ყვირილი დაუწყეს და მოუწოდებდნენ, რომ სტადიონი დაეტოვებინა.

საქმეში პოლიციაც ჩაერთო, რომელიც იმ სექტორში იმყოფებოდა და მხოლოდ ამის შედეგად განიმუხტა სიტუაცია.

შეგახსენებთ, რომ კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლიში“ 2015-2023 წლებში მუშაობდა და გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110907