სხვა

13:24 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარატეში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

სპორტული კარატეს ფედერაციის ეგიდით გორის ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან 410 მონაწილე გამოდიოდა. შეჯიბრებები 1 დღის განმავლობაში გაგრძელდა და გამარჯვებულები როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში გამოვლინდნენ.

წონები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იყო გადანაწილებული. პირველ ადგილოსნები და პრიზიორები მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა დააგროვეს სარეიტინგო ქულები. დიდების ნაკრები სამშაბათს დილით სტამბოლში საერთაშორისო შეკრებაზე გაემგზავრება, საიდანაც 15/17 მარტს ანტალიაში - პრემიერლიგის ტურნირზე გამოვა.

ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს კულტურის, სპორტის სამინისტროს და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხარდამჭერთ ჩატარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127581