ფეხბურთი

16:39 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ინგლისის ჩემპიონატში სხვადასხვა ეპოქაში კლუბების დომინირებაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა ინგლისის ჩემპიონატში სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში დომინანტი გუნდების შესახებ.

„80-იან წლებში ეს იყო ლივერპული, 90-იანებში - „მანჩესტერ იუნაიტედი." ახლა ჩვენი ჯერია, ბოლო 12 წლის განმავლობაში შვიდჯერ მოვიგეთ პრემიერლიგა.

მაგრამ 50 ან 60 წლის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი ქვეყანა, სადაც ერთი გუნდი ყოველთვის დომინირებდა. ვეცდებით „სიტისთან“ ერთად გავაგრძელოთ ჩვენი დომინირება რაც შეიძლება დიდხანს მრავალი წლის განმავლობაში“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

ხვალ, 3 მარტს, ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში „ქალაქელები“ „მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

„მანჩესტერ სიტი“ ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ ერთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110887