ფეხბურთი

13:48 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კეპამ ანჩელოტი გააბრაზა

ავტორიტეტულმა გამოცემამ, The Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალის" მეკარე კეპა არისაბალაგა უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მიდის საქმეები მადრიდულ კლუბში.

ამასთან, ესპანური პორტალი Don Diario აღნიშნავს, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის არ მოეწონა მედიაში ამ ინფორმაციის გაჟონვა, რის გამოც იტალიელი ფეხბურთელზე გაბრაზდა.

უფრო მეტიც, წყაროს ცნობით, ეს იყო ბოლო წვეთი, რომელმაც საბოლოოდ დაარწმუნა ანჩელოტი, რომ კეპამ „რეალი“ 2024 წლის 30 ივნისს უნდა დატოვოს, როდესაც იჯარის ხელშეკრულება ამოიწურება.

ამ დროისთვის, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „რეალი“ ერთპიროვნულად ლიდერობს 65 ქულით. გუნდი ექვსი პუნქტით უსწრებს უახლოეს მდევარ „ჟირონას.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06019