სხვა

13:25 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა მოკრივეები მონტენეგროში გაემგზავრნენ

ქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრა. 3-დან 11 მარტის ჩათვლით ქალაქი ბუდვა მსოფლიოს თასს უმასპინძლებს, რომელიც ევროპის პირველობის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება. მთავარი მწვრთნელის თემურ ოჩიგავას ხელმძღვანელობით მოკრივეებმა მზადების პირველი ეტაპი ბაკურიანში გაიარეს, მეორე კი თბილისში. გამგზავრების წინ ახალგაზრდული ნაკრების წევრებს საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ხუცაიძე შეხვდა და წარმატებები უსურვა.

გუნდი მსოფლიოს თასზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს

ვაჟები

48 კგ - მიხეილ გვასალია

51 კგ - ნიკოლოზ შარაბიძე

54 კგ - დავით მუშკუდიანი

57 კგ - დავით ბაქრაძე

60 კგ - ლევან დემუროვი

63.5 კგ - გიორგი ლეთოდიანი

67 კგ - ელნურ აბდულაევი

71 კგ - გიორგი ნატროშვილი

75 კგ - ნიკიტა ბარამიძე

80 კგ - ერეკლე ჩუბინიძე

86 კგ - გიორგი ნაროუშვილი

გოგონები

48 კგ - რამილდა თოლორდავა

54 კგ - მარიამ ბახტურიძე

63 კგ - ანა ხვედელიძე

მთავარი მწვრთნელი: თემურ ოჩიგავა

ასისტენტები: ლევან გულედანი, ნარიმან ნადირაშვილი

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114465