ფეხბურთი

17:00 | 29.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა ფეხბურთიდან 4 წლით მოკვეთეს

პოლ პოგბას კარიერა პრაქტიკულად დასრულებულია. ფრანგ ფეხბურთელს დოპინგის მიღებისთვის 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

სასჯელი სათავეს 2023 წლის ოქტომბრიდან იღებს და ვადა 2027 წლის სექტემბერში გაუვა, როცა პოგბა 34 წლის და 4 წლის უთამაშებელი იქნება. შესაბამისად, მოედანზე მისი დაბრუნება ძალიან საეჭვოა.

პოგბას 20 აგვისტოს, „უდინეზე“ – „იუვენტუსის“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მას არ უთამაშია, ორგანიზმში ტესტოსტერონის კვალი აღმოუჩინეს და მკაცრი სასჯელიც ამიტომ ერგო.

პოლ პოგბამ „იუვენტუსში“ 190 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 41 საგოლე პასი გააკეთა (2012-2016, 2022-2023), ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 226 შეხვედრაში 39 გოლი მიითვალა. საფრანგეთის ნაკრების მაისურით მან 91 თამაშში თავი 11-ჯერ გამოიჩინა და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108494