ფეხბურთი

2:10 | 14.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: დე ბრუინის ბენეფისი

დღეს, 14 თებერვალს, კოპენჰაგენსა და ლაიპციგში 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა.

„კოპენჰაგენი“ ცდილობდა მრისხანე „მანჩესტერ სიტისთვის“ წინააღმდეგობის გაწევას, ეპიზოდებში გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ ოსატობამ თავისი გაიტანა და „ქალაქელებმა“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

კევინ დე ბრუინისთვის ეს ტრავმის შემდეგ პირველი ჩემპიონთალიგური მატჩი გახლდათ და ბელგიელმა თავი არ შეირცხვინა, თავადაც გაიტანა და ორი ასისტიც შეასრულა.

მესამე გოლი ფილ ფოდენმა შეაგდო, რომელიც ყველაზე ახალგაზდა ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 50 შეხვედრა ჩაატარა. ამ საღამოს ის 23 წლის და 261 დღის გახლდათ.

„სიტიმ“ ფაქობრივად გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური.

„რეალს“ უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა, მაგრამ მაინც მოახერხა გამარჯვება. ერთადერთი გოლი ბრაიმ დიასმა გაიტანა, რომელიც შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს.

„ლაიპციგი“ არ ნებდებოდა, უტევდა, მაგრამ ამ საღამოს შეუვალი იყო მადრიდელთა უკრაინელი მეკარე ანდრი ლუნინი.

„რეალმა“ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 7-დან შვიდივე მატჩი მოიგო, „ლაიპციგი“ კი პირველად დამარცხდა შინ ესპანურ გუნდთან.

საპასუხო მატჩები 6 მარტს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა. პირველი მერვედფინალური მატჩები. 14 თებერვალი

კოპენჰაგენი - მანჩესტერ სიტი 1:3

0:1 დე ბრუინი (10), 1:1 მატსონი (34), 1:2 ბერნარდუ სილვა (45+1), 1:3 ფოდენი (90+2)

ლაიპციგი - მადრიდის რეალი 0:1

0:1 დიასი (48)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.06012