10:07 | 13.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი „უდინეზესთან“ მარცხზე: „ნერვიულობა არ გამოგვადგება, მუშაობაზე უნდა ვიფიქროთ“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში „უდინეზესთან“ დამარცხებაზე (0:1) ისაუბრა.

„სეზონის განმავლობაში ასეთი სიტუაციები ხდება. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. „უდინეზე“ ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური გუნდია, კარგად იყენებდა სტანდარტებს.

ახლა არ არის ყველაზე სასიხარულო მომენტი, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ცხრილში მეორე ადგილზე ვართ. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად კიდევ ბევრი ქულა გვჭირდება.

გუნდს გარდამავალი პერიოდი უდგას, ბევრი ფეხბურთელია, რომლებსაც ჩემპიონატის გამოცდილება არ აქვთ. სამწუხაროა, რომ მსგავსი სიტუაციები ხდება, მაგრამ მათგან უნდა ვისწავლოთ, ეს ფეხბურთის ნაწილია. ნერვიულობა არ გვიშველის, მუშაობაზე უნდა ვიფიქროთ“, - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Sky Sport Italia.

„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა 19-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ. მანამდე ალეგრის გუნდი „ინტერთან“ დამარცხდა (0:1).

24 ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ სერია A-ში 53 ქულით მეორე ადგილზეა. ჩემპიონატს „ინტერი“ ლიდერობს (60 ქულა).

0.112752