სხვა

12:20 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები თბილისის მსოფლიო თასზე ბრძოლას მე-9-16 ადგილებისთვის განაგრძობს

თბილისში მიმდინარე მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე დღეს, 11 თებერვალს, გუნდური შეჯიბრების დროა. სულ ტურნირში 22 გუნდი მონაწილეობს.

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ორი შეხვედრა ჩაატარა. ჯერ ჰონგ კონგის ნაკრები დაამარცხა 45:36, შემდეგ სამხრეთ კორეასთან 38:45 წააგო. ამისდაკვალად ჩვენიანები ბრძოლას მე-9-16 ადგილებისთვის გააგრძელებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11486