ფეხბურთი

13:44 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: „რთული ჯგუფია, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ“

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის 2024/2025 წლების გათამაშების წილისყრის შედეგებზე ისაუბრა.

„რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი, B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი კარგ გზაზეა. მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფია, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი.

მარტის პლეი ოფის წინ მნიშვენლოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩნება, რადგან ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი-ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში ვნახო. საბოლოო ჯამში ლუქსეუმბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ".

nakrebi.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107771