ძიუდო

17:43 | 4.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინანეიშვილი და დემეტრაშვილი პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

პარიზის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

90 კგ წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა ლაშა ბექაურს, რომელიც ტურნირს ჩაეხსნა. ამ წონაში გამოვიდა გიორგი ჯაბნიაშვილი, თუმცა მედალს ვერ შესწვდა. მან ჯერ კანადელი ლუის კრიბერი დაამარცხა, მაგრამ მერე ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდთან წააგო.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი პირველივე წრეში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან დამარცხდა, ხოლო მიხეილ ჯაფარიძემ ინდოელი ავტარ სინგის დამარცხების შემდეგ მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგთან წააგო.

+100 კგ წონით კატეგორიაში გაცილებით კარგად იასპარეზეს ქართველებმა: საბა ინანეიშვილმა კვიპროსელი იანის ანტონიიუ, ემირატების წარმომადგენელი მაგომედომარ მაგომედომაროვი, ფრანგი ტიმან დიაბი დაამარცხა, შემდეგ უზბეკ ალიშერ იუსუპოვთან განიცხადა მარცხი და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც გერმანელ ლოსენი კონეს აჯობა და ბრინჯაოსთვის იაპონელ კანტა ნაკანოს გაეჯიბრება.

ირაკლი დემეტრაშვილმა ფრანგ ამადუ მეიტესა და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია, სამხრეთკორეელ მინ იონ კიმთან წააგო და რეპეშაჟში ყაზახ იარასილ კაჟიბაევს მოუგო, ხოლო ბრინჯაოსთვის ალიშერ იუსუპოვს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ამჟამად პარიზის გრანდ სლემზე ერთადერთი ვერცხლის მედალი აქვს, რომელიც გიორგი ჩიხელიძის ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111026