ფეხბურთი

0:39 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" არგენტინელი მცველის ტრანსფერი გადაწყდა

„ნაპოლი“ „უდინეზეს“ ცენტრალურ მცველ ნეუენ პერესს დაიმატებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის, საბოლოო შეთანხმება შედგა და არგენტინელის ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.

„უდინეზე“ 16 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონიც დაემატება. ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 1.6 მილიონი ევრო იქნება და 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ნეუენ პერესს აქამდე „არგენტინოს ხუნიორსში“, „ატლეტიკოში“, „ფამალიკაოსა“ და „გრანადაში“ აქვს ნათამაშები, ხოლო 2020 წლიდან „უდინეზეს“ ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პასკუალე მაძოკი, ჰამედ ჟუნიორ ტრაორე და სირილ ნგონგე დაიმატა, ხოლო ლეანდერ დენდონკერის ტრანსფერი გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.07374