ჩოგბურთი

19:05 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ფინალისტები გაირკვა

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა თანრიგში ფინალისტები გაირკვა. ნახევარფინალში არინა საბალენკამ კოკო გაუფი ორ სეტში დაამარცხა.

საბალენკამ პირველ სეტში მეტოქეს ტაი ბრეიკზე აჯობა, ხოლო მეორე სეტში ბრეიკი გაახერხა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 7:6, 6:4.

მეორე ნახევარფინალში ჩინელმა ქინვენ ჟენგმა უკრაინა დაიანა იასტემსკა დაამარცხა. ამ შემთხვევაშიც ორ სეტში გადაწყდა ყველაფერი, ოღონდ ტაი ბრეიკის გარეშე. ჩინელმა უკრაინელს ორიე სეტში ერთნაირად, 6:4, 6:4 აჯობა.

ამრიგად, 27 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ჟენგი და საბალენკა დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110597